8 ოქტომბერს ბათუმს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ეწვევა

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების დედათა მონასტერში წირვა-ლოცვას აღავლენს. მონასტერს კი დღეს მიტროპოლიტი დიმიტრი აკურთხებს.

დაგეგმილ ცერემონიალთან დაკავშირებით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

„მაღალყოვლადუსამღვდელოესი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შეასრულებს სამების დედათა მონასტრის ტაძრის კურთხევას, რის შემდეგაც აღასრულებს ღამისთევით საღმრთო ლიტურღიას. ხოლო ხუთშაბათს 8 ოქტომბერს 2 საათზე მობრძანდება უწმინდესი და უნეტარესი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სამების ტაძრის მშენებლობა 8 წლის წინ დაიწყო. მონასტრის მშენებლობას ფინანსურად მხარს რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი შალვა ბრეუსი უჭერდა.

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელია “რთველი 2015”-ს წარმატებულად აფასებს
შემდეგი სტატია„ჩემი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება“