ბათუმში ავარიის შედეგად ჯიპი ამობრუნდა და დაიმტვრა

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, ფიროსმანის ქუჩაზე, ავარის შედეგად ავტომობილი ამობრუნდა. არსებული ინფორმაციით ერთმანეთს “ჰიუნდაის” მარკის ჯიპი და “მერსედესის” მარკის ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც ჯიპი ამობრუნდა და დაიმტვრა.

თვითმხილველების თქმით, “ჰიუნდაის” მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა მანქანას, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად ავტომობილების მგზავრები არ დაშავებულან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი ადმინისტრაციული ჯარიმით, 1 000 ლარით დაჯარიმდა, ავტომობილი კი გადაყვანილია საჯარიმო სადგომზე.

banner
წინა სტატიაშირომის პაპისა და რუსეთის პატრიარქის ისტორიული შეხვედრა შედგა
შემდეგი სტატიაზუგდიდში მოკლული სამი მამაკაცი ქუთაისში ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს