რომის პაპისა და რუსეთის პატრიარქის ისტორიული შეხვედრა შედგა

ჰავანას ხოსე მარტის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში რომის პაპისა და რუსეთის პატრიარქის შეხვედრა შედგა. 1054 წლის შემდეგ, ეს რომის კათოლიკური ეკლესიის ლიდერისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერის პირველი შეხვედრა იყო. როგორც დასავლური მედია იტყობინება, ისტორიულ შეხვედრას წინ უძღვოდა ორწლიანი მოლაპარაკებები.
რომის პაპს აეროპორტში კუბის ლიდერი რაულ კასტრო დახვდა.

შეხვედრა ორ საათზე მეტს გაგრძელდა, რომლის დასასრულს რომის პაპმა ფრანცისკემ და პატრიარქმა კირილემ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

სასულიერო ლიდერებმა მოუწოდეს საერთაშორისო საზოგადოებას ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ქრისტიანების დაცვისკენ მოუწოდეს. როგორც ვატიკანის მიერ გამოქვყენებულ განცხადებაშია ნათქვამი, ლიდერებმა ევროპაში ტრადიციული ქრისტიანული ფასეულობების შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრეს და იმედი გამოთქვეს, რომ უკრაინაში მშვიდობა აღდგება.

banner
წინა სტატიაშიკახეთის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ღირებულება სხვა რეგიონების ფასებს გაუთანაბრდება
შემდეგი სტატიაბათუმში ავარიის შედეგად ჯიპი ამობრუნდა და დაიმტვრა