თბილისის აეროპორტში მამაკაცს სატვირთო დაეჯახა და გარდაიცვალა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ასაფრენ ბილიკზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს მამაკაცი დაიღუპა.

გარდაცვლილს სარემონტო სამუშაოების დროს სატვირთო მანქანა დაეჯახა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ „სმარტთან“ მომხდარ ხულიგნობის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
შემდეგი სტატია“ინფორმაცია მაქვს, გია გაჩეჩილაძე აპირებს თქვას, რომ “მაესტროში” 5 მილიონი აქვს დახარჯული”