“ლავას ოღლის” სასამართლო პროცესი დღეს ქუთაისში გაიმართება

“კანონიერ ქურდს” მინდია გორაძეს (მეტსახელად ლავას ოღლის) დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. იგი ქუთაისშია გადაყვანილი და სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხს გადაწყვეტს.

მინდია გორაძის ნათესავების თქმით, მას საქართველოში არ უცხოვრია, ამდენად გაუგებარია, რატომ მოხდა მისი საქართველოში დეპორტირება. ლავას ოღლის ადვოკატი ლექსო კობაიძე აცხადებს, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა გორაძე ფაქტიურად მოიტაცეს მოლდოვადან, რადგან იქ მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა. ადვოკატის თქმით, დარღვევები იყო როგორც მისი დეპორტაციის, ასევე დაკავების დროს, შესაბამისად იგი ბოლომდე იბრძოლებს მისი უფლებების დაცვისათვის.

banner
წინა სტატიაშიხანძარი მოსკოვში-გარდაცვლილებს შორის პატარა ბავშვიც არის
შემდეგი სტატია“გირჩი” რეგიონებში ეკონომიკური პროგრამის წარდგენას აგრძელებს