“გირჩი” რეგიონებში ეკონომიკური პროგრამის წარდგენას აგრძელებს

ქუთაისის ორგანიზაციის ოფისში თემურ ცამციშვილმა და ნიკა ობოლაძემ პროგრამის მთავარი მიმართულები მედიის წარმომადგენლებს გააცნეს.

როგორც პოლიტიკურ ორგანიზაციაში აცხადებენ, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ჰქონდეს დაბალი ეკონომიკური ზრდა.

პროგრამაში საუბარია იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკას დაბალი გადასახადები, მთავრობის შეკვეცა და უფლებამოსილებების შეზღუდვა სჭირდება.

“გირჩში” მიაჩნიათ, რომ უნდა გაუქმდეს საშემოსავლო, ქონების, იმპორტის გადასახადები, ასევე დაშვებული უნდა იქნას თავისუფალი სავალუტო რეჟიმი.

ეკონომიკურ პროგრამაში ნათქვამია, რომ ბიუჯეტის შემცირდება 7 მილიარდ ლარამდე, სავსებით საკმარისია მთავრობის ფუნქციონირებისთვის. პროგრამის მიხედვით, საქართველო უნდა იქცეს საუკეთესო ადგილად ბიზნესის საკეთებლად მსოფლიოში.

“გირჩის” ქუთაისის ოფისი გეგმავს, რომ პროგრამა წარუდგინოს ადგილობრივ დონეზე არასამთავრობო სექტორს, პოლიტიკურ პარტიებს და მოსახლეობას.

banner
წინა სტატიაში“ლავას ოღლის” სასამართლო პროცესი დღეს ქუთაისში გაიმართება
შემდეგი სტატიადაძაბულობა აღმოსავლეთ უკრაინაში-პრორუს მებრძოლებს ადგილზე ქართველებიც ებრძვიან