7000 ლარამდე თანხა რიგითი ექიმებისგან სალომე ზურაბიშვილის ყულაბაში – ჩაჩავას და ღუდუშაურის კლინიკებმა მსხვილი შესაწირი გაიღეს

სალომე ზურაბიშვილისთვის შეწირული მილიონის ნაწილი ექიმებზე მოდის. პარტია „ქართული ოცნების“ რჩეული კანდიდატის დაფინანსებაზე ძირითადად ღუდუშაურისა და ჩაჩავას კლინიკების მედპერსონალმა იზრუნა. რიგითმა ექიმებმა ზურაბიშვილს 2-3 ოქტომბერს 6000-დან 7000 ათას ლარამდე თანხა შესწირეს.

პირადი საუბრებში მედიკოსები ამბობენ, რომ თანხა მათ არ შეუწირავთ და ფული მენეჯმენტმა მისცა, რომელიც საბოლოოდ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ყულაბაში ჩაირიცხა, თუმცა ტელეკამერების წინ ექიმები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი მოსწონთ და თანხა პირადი დანაზოგიდან შესწირეს.

„მე პირველ რიგში დავადასტურებ ჩემს უდიდეს სიმპათიას სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ალბათ ქალური სოლიდარობის გამო და ქალიც რომ გვყავდეს პრეზიდენტო არ იქნებოდა ცუდი. ჩემი დანაზოგია, რომელიც მე გადავწყვიტე შევწირო ამ კანდიდატს,”-განაცხადა ნატო ყაზახიშვილმა.

ექიმები აცხადებენ, რომ მათ სალომე ზურაბიშვილის იმედი აქვთ.

„არავითარი დაძალება, მე ძალიან მინდა რომ ერთხელ ქალიც იყოს პრეზიდენტი. ქალის მანდილი ცნობილი ფორმაა, რომელიც ყოველთვის შუღლის დროს ვარდება დაპირისპირებულებს შორის. იქნება ამ ქალმა შეძლოს ამ დაპირისპირების აღმოფხვრა და ყველა დაგვაყენოს ერთ გზაზე, ოპოზიცია იქნება თუ პოზიცია, ყველას მიზანი იყოს ქვეყნის გაძლიერება,“-განაცხადა მანანა სვანიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში დღეს ორი პრობლემაა: სასამართლო და პროკურატურა და მათ სახელად ბიძინა ივანიშვილი ჰქვია
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილის დაფინანსება იგივეა, დიდვაჭრებს ჯალალ ედ დინი ან შაჰ აბასი რომ დაეფინანსებინათ