სალომე ზურაბიშვილის დაფინანსება იგივეა, დიდვაჭრებს ჯალალ ედ დინი ან შაჰ აბასი რომ დაეფინანსებინათ

საუკუნის დანაშაული ჩვენს თვალწინ ხორციელდება, ამ ქალბატონს დავალებული აქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება – აცხადებს “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი.

მისი განცხადებით, თუკი სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსების შესახებ არსებულ ინფორმაციას შესაბამისი უწყებები ობიექტურად გაეცნობიან, გამოძიებაც არ სჭირდება, ისედაც ნათელია კრიმინალური სინდიკატი.

“მისი დაფინანსება ეს არამარტო სამშობლოს ღალატი, არამარტო შავი ფულის გათეთრება იგივეა, რომ ჩვენს წინაპარ დიდვაჭრებს დაეფინანსებინათ, მურვან ყრუ, შაჰ აბასი, ჯალალ ედ დინი და რუსეთის იმპერატორი პავლე პირველი, რომელმაც გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა….

“პირდაპირ ვუცხადებ სალომე ივანიშვილის ყაჩაღ სპონსორებს: ამ წუთიდან ვიწყებთ მუშაობას, რათა თქვენი ყაჩაღური საბანკო ანგარიშები მსოფლიოს ყველა საფინანსო ორგანიზაციაში იყოს გაყინული. თქვენი ნასახი ქართულ ეკონომიკურ-სოციალურ – საზოგადოებრივ სივრცეში არ უნდა იყოს.

„ჭყონიამ დააფინანსებინა მიტროფანე ლაღიძის შთამომავლ ლაღიძის ხელით 100 000 დოლარით. აქვეა „ჯითი გრუპის“ პრეზიდენტი გიორგი გველესიანი, რომელმაც 54 მილიონის ტენდერები მოიგო, ნახევარზე მეტი გამარტივებული ტენდერი, ანუ პირდაპირ ჩვენი ფული აიღო და ახლა აძლევს პუტინის ქალბატონს. აქვეა ამბროლაურის რაჭის მაჟორიტარი დეპუტატი ენუქიძე, რომელიც ჩვენგან ამოღებული მილიონებით სულდგმულობს. აქვეა ქალაქის მაფიოზა მერი,“-ამბობს ნათელაშვილი.

მისი თქმით, ამ სიას აგვირგვინებს ადიკო (ალექსანდრე) ივანიშვილი.

banner
წინა სტატიაში7000 ლარამდე თანხა რიგითი ექიმებისგან სალომე ზურაბიშვილის ყულაბაში – ჩაჩავას და ღუდუშაურის კლინიკებმა მსხვილი შესაწირი გაიღეს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილის დაფინანსების საკითხზე ნიკა გვარამიას განცხადება ფაშისტური მანიფესტია