7 ნოემბრის საქმეზე სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას” დასკვნა საქმეს მტკიცებულების სახით დაერთო

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცენტრ “ემპათიას” დასკვნა საქმეს მტკიცებულების სახით დაერთო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო.

სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა საქმეზე სახალხო დამცველისა და „ემპათიის” დასკვნის მტკიცებულების სახით დართვა მოითხოვეს.

წარმოდგენილ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. პროკურორ ლაშა ცქვიტარიას განცხადებით, საპროცესო კანონმდებლობის იმპერატიული მოთხოვნა დარღვეულია, ამასთან, დღეს 7 ნოემბრის საქმე განიხილება, ხსენებულ დასკვნებში კი ამ ფაქტებზე საუბარი არაა. პროკურორის თქმითვე, აღნიშნულ დასკვნებს სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით დაცვის მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივად იქნა დაკმაყოფილებული. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ცენტრ “ემპათიის” მიერ გაცემული დასკვნა საქმეს მტკიცებულებად დაერთო. რაც შეეხება საჯარო განცხადებებს, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულს, ის მოსამართლეთა კოლეგიამ მტკიცებულების სახით არ დაურთო საქმეს და როგორც ცნობა ისე მიიღო.

საქმეს მტკიცებულების სახით დაერთო სახალხო დამცველის დასკვნაც.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – ამ დროისთვის „ომიკრონის” 15 საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა
შემდეგი სტატიაგაბუნია – მალე გახდება ცნობილი, თუ ვინ დაიკავებს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას