გაბუნია – ამ დროისთვის „ომიკრონის” 15 საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა

“ეპიდემიოლოგიური სურათი ბუნებრივია უაღრესად საყურადღებო რჩება, თუმცა, იმედისმომცემია ის კლების ტენდენცია, რომელიც გასული 2 კვირის განმავლობაში აღინიშნა გავრცელებულ “დელტა” შტამთან მიმართებაში.

ქვეყანაში “ომიკრონის” შტამის გავრცელება განსაკუთრებით ართულებს ეპიდემიოლოგიურ პროგნოზებს. როგორც იცით, საქართველოში 24 შემთხვევა დადასტურდა, ამჟამად კვლევაშია 15-მდე ნიმუში, რომელიც “ომიკრონზეა” საეჭვო. ამ პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გამკაცრება. ეს არის რეგულაციები, რომელიც მოქმედებს, განსაკუთრებით პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანცია და დიდი თავყრილობებისგან თავის შეკავება “,- აღნიშნავს თამარ გაბუნია.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – კომპანიებთან კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების შემოტანის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს
შემდეგი სტატია7 ნოემბრის საქმეზე სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას” დასკვნა საქმეს მტკიცებულების სახით დაერთო