7 მარტს საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა

როგორი საქართველო უნდოდა ჟიული შარტავას

„საქმე ეხება სქართველოს ბედ-იღბალს. მე ისეთი დამოუკიდებელი საქართველოს მომხრე ვარ, სადაც პიროვნების სრული თავისუფლება იქნება და, ამასთანავე, იქნება წესრიგი, იზეიმებს კანონი, მომხრე ვარ ისეთი საქართველოსი, რომელსაც ექნება საკუთარი ძლიერი ეკონომიკა, და აღმავალი სულიერი სფეროები, საკუთარი თავდაცვისუნარიანობა, საგარეო _ პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, მტკიცე და საიმედო საზღვრები, უზრუნველყოფილი ტერიტორიული მთლიანობა, საქართველოსი, რომელსაც კარგი დამოკიდებულება ექნება მეზობლებთან, დანარჩენ მსოფლიოსთან, საიმედო მოკავშირეები ეყოლება, საქართელოსი, სადაც იქნება მაღალი პოლიტიკური კულტურა, ჭეშმარიტი ტოლერანტობა და ჭეშმარიტი დემოკრატია; ისეთი საქართველოს მომხრე ვარ, რომლის ბედ-იღბალი არ იქნება დამოკიდებული ან ნაკლებად იქნება დამოკიდებული ნებისმიერ კავშირზე“.

სინანული

„ნუთუ აუცილებელია, კაცმა ნებისმნიერი უბედურება საკუთარ თავზე გამოსცადოს, რომ შემდეგ მაინც თქვას უარი მათ გამომწვევ წინაპირობებზე? რა თქმა უნდა, არა და არა.
ნუ მოვსპობთ იმასაც, რაც აუცილებელია. გვეყო ნგრევა, მხოლოდ ვაშენოთ; თუ რამეს დავანგრევთ, მხოლოდ ისე (და ასეთი რამ), რომ ნგრევა შენების ტოლფასი იყოს.
დამწვარი რუსთაველის გამზირი ხომ მხოლოდ შენობები არ არის, ეს, უპირველესად, დანგრეული სულია. ყველაფერი აღდგება, მაგრამ ჭრილობა, დაღი დარჩება სამუდამოდ. ტყვიით ერთი კაცი რომ მოკვდებიოდა, მთელი საქართველო შეიძრებოდა. ამ დღეებში კი რამდენი დაიკრძალა ისე, რომ წესიერად ვერც დავიტირეთ“.

თხოვნა

„გავუფრთხილდეთ ჩვენს შვილებს, ყური ვუგდოთ ახალგაზრდობის სატკივარს. სასწრაფოდ უნდა შევავსოთ ის ვაკუუმი, რომელიც შეიქმნა ეკონომიკაში, კულტურაში, მეცნიერებაში, სპორტში. გავარგძელოთ მდინარე ვერეს ხეობაში ჩვენი სასიქადულო მწერლისა და მოღვაწის, ნოდარ დუმბაძის ინიციატივით დაწყებული ბავშვთა ქალაქის მშენებლობა, მოვუაროთ და ერის ინტერესებს მოვახმაროთ სხვადასხვა თაობის მრავალი წარმომადგენლის მიერ შავნაბადაზე სულ რაღაც 3-4 წელიწადში აგებული ქალაქი. რას დაემსგავსა იგი?! ნუ დავივიწყებთ ქართველთა და აფხაზთა ძმობის მემორიალს რუხში…
ვაშენოთ დამოუკიდებელი, სულიერად, პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძლიერი, ერთიანი, განუყოფელი საქართველო“.

banner
წინა სტატიაშივინ ეძებს ოთარ დანელიას კომპრომატებს-გოჩა მირცხულავას სკანდალური პოსტი
შემდეგი სტატიამაღაზია ,,ნიუ ელექტრონიკსი” გაქურდეს