ვინ ეძებს ოთარ დანელიას კომპრომატებს-გოჩა მირცხულავას სკანდალური პოსტი

რას არ გაიგებს კაცი… მოკლედ, დავით კირვალიძე და “სასტავი” ფაროსანას რომ არ გადაყვნენ და მელიორაციის 75 მილიონიც შეახრამუნონ, სკანდალს ამზადებენ და ოთარ დანელიას მინისტრობის დროინდელ დარღვევებს ეძებენ, რომ რომელიმე მედიას “გააჯაზებინონ”. იმედოვნებენ, “სკანდალს” რ2, ტვ პირველი და სხვა მედიაც აიტაცებს. კონკრეტული გაზეთიც ვიცი სად უნდა მიიტანონ და კონკრეტული პერსონა, ვინც უნდა მიიტანოს. ამ ყველაფერში ფული ვინ უნდა გადაიხადოს ეგ ამბავიც გასკდა ჯიგრებო. დავალებები ისე მაინც გაეცით, რომ ჩემამდე არ მოვიდეს. და კიდევ, ფაროსანას ამბებით უკმაყოფილო სხვა დეპუტატებზეც “მოვაგროვოთ რამე” – ეს რა დავალება იყო? :)) რა სასაცილო და ყველაფერზე წამსვლელი ხალხი ხართ! ამ დროს კი მინისტრი დავითაშვილი ბაიბურში არ არის, არა და დანელიას მოადგილე იყო როგორც მახსოვს. მოკლედ, ყველაფრის მკადრებელი სასტავია რა. ისე, მგონი დაგავიწყდათ ივანიშვილის პრიორიტეტები ბიჭებო :)) ვაჰ, რა შარში ვართ.
პ.ს. ეს დღეები თქვენი თავი არ მაქვს, მაგრამ მოვიცლი აუცილებლად-წერს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორი გოჩა მირცხულავა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ ავჭალაში მომხდარი ცოლ-ქმრის გახმაურებული მკვლელობა გახსნა
შემდეგი სტატია7 მარტს საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა