“ეს არის ინტერესი, რაც რუსეთს გააჩნია, ასევე არის ინტერესები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია”

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ენერგეტიკის მინისტრსა და ექსპერტებს შორის მიმდინარე კონსულტაცია “გაზპრომთან” მოლაპარაკებების დეტალებზე მნიშვნელოვანია.

ვოლსკის შეფასებით ბოლო დღეების განმავლობაში “გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა.

“მაღალი დონის ექსპერტები სხედან. ვფიქრობ, დეტალებთან დაკავშირეით, კარგი კონსულატციები გამოვა. ამ დღეებში ძალიან დიდი დოზით დეზინფორმაცაი გაიცა. საქართველო თავისი სტრატეგიული პარტნიორისგან, აზერბაიჯანიდან, “სოკარის” მეშვეობით, გაზის გარკვეულ რაოდენობას იღებს, რომელიც მოთხოვნილების დიდ ნაწილს აკმაყოფილებს. 2003 წლიდან, დეფიციტის გარკვეული რაოდენობის შევსებას “გაზპრომი” ახდენს. მას აქვს ინეტერესები, რომ სომხეთს მიაწოდოს გაზი და ეს დამოკიდებულია გატარებაზე, რასაც საქართველო უზრუნველყოფს. ხვალ, “სოკარის” წარმომადგენელი ჩამოვა, ექნებათ დეტალებზე საუბარი, ძირითადად ფასზე. ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული, თუ რა წყაროდან მოხდება დეფიციტის შევსება. გაზპრომიდან მოცულობა სტანდარტულია, რაც არის დეფიციტი, იმას იღებს ქვეყანა. თუ ამას აზერბაიჯანიდან დააბალანსებს, ამ თემას შეეხება საუბარი. ასევე იქნება ფასზე საუბარი”, – განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება კალაძის განცხადებას, რომლის თანახმად გატარებული გაზის 10%-ის ნაცვლად რუსეთი საქართველოს ფულად ანაზარურებას სთავაზობს, ვოლკსი აცხადებს, რომ ეს “გაზპრომის” პოზიციაა და არავინ იცის რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

“ეს არის ინტერესი, რაც რუსეთს გააჩნია, ასევე არის ინტერესები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, დეტალებზე არის საუბარი”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სამინისტროში, “გაზპრომთან” გამართული მოლაპარაკებების საკითზე, ექსპერტებს და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს ხვდება.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიანონა უბილავა: “მე გავასაჯაროებ არონიას ლობისტებს და მის ინფორმატორებს”