შალვა ნათელაშვილი განცხადებას ავრცელებს

შალვა ნათელაშვილი

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის განცხადება.

შალვა ნათელაშვილი

“გაზპრომის” აქციონერ ოლიგარქ ივანიშვილის მოსკოვ-თეირანთან მიმდინარე მილიარდიანი გარიგების მიზანია, საქართველო გადააქციოს რუსეთ-ირანის შემაერთებელ ენერგეტიკულ კვანძად, რაც გამოყენებული იქნება მთელი მსოფლიოს დასაშანტაჟებლად და დამანგრეველ საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ქვეყნის უშიშროებას.
სახეზეა გეოპოლიტიკური შეთქმულება, რომელსაც მოსახლეობისათვის მოაქვს არა გაზზე ფასების დაწევა, არამედ გაძვირება და დამატებითი მილიარდები ივანიშვილ-კალაძე-მამაცაშვილის ანგარიშებზე.
საჭიროა ამ დანაშაულებრივი მაფიოზური ჯგუფის დროული საერთაშორისო ფინანსური იზოლირება.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დემოკრატიულ სამყაროს! გაყინონ და დააყადაღონ მათი კრიმინალური გზით გახსნილი მილიარდიანი ანგარიშები, შესაბამის საბანკო- საფინანსო დაწესებულებებსა და ოფშორულ ზონებში-ნათქვამია ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის სუსის უფროსმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატია“ეს არის ინტერესი, რაც რუსეთს გააჩნია, ასევე არის ინტერესები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია”