ალეკო ელისაშვილი: მელნიკოვი დანიშნეთ შს მინისტრად და ახალაია ზარზეიმით გამოუშვით ბარემ

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი მურუსიძის არჩევას ეხმაურება. ალეკო ელისაშვილი წერს, რომ ქართული ოცნების უმრავლესობას ხელისუფლებაში მოსვლა მხოლოდ ფულის შოვნის გამო უნდოდა.

“მურუსიძის დამქაში სამეულის ეს განცხადება კიდევ უფრო სამარცხვინოა ! “სამართლიანობის აღდგენის” მესაფლავეები… ქართული ოცნების წარმომადგენლებს ამ ტიპების გამო არ სცხვენიათ? მგონი არა ხო? ფულის შოვნისთვის უნდოდა ოცნების 99 პროცენტს ხელისუფლებაში მოსვლა და სინამდვილეში წინა ხელისუფლების არც უსამართლობა აწუხებდა და არც მოქალაქეთა უფლებების დარღვევა. დიდი ფულის შოვნა უნდოდათ და დიდი ჯიპებით სეირნობა – სანდრო გირგვლიანის მკვლელობა როგორ ადარდებდათ კი გამოჩნდა აგერ. მელნიკოვი დანიშნეთ შს მინისტრად და ახალაია ზარზეიმით გამოუშვით ბარემ. ქართულ პოლიტიკას ბინძური პოლიტიკოსები აბინძურებენ, ბევრი წესიერი ადამიანი და მოქალაქეა პოლიტიკაში საჭირო. სიბინძურე უნდა გაიწმინდოს“ – წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშისაკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე დავით ნარმანიას გადადგომას მოითხოვენ
შემდეგი სტატიაგენშტაბის ყოფილი უფროსი საქართველოსა და რუსეთის პროკურატურებს შეთანხმებით მოქმედებაში სდებს ბრალს