გენშტაბის ყოფილი უფროსი საქართველოსა და რუსეთის პროკურატურებს შეთანხმებით მოქმედებაში სდებს ბრალს

გიგი კალანდაძე პროკურატურის ახალ ბრალდებებს კიევიდან პასუხობს. გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთის პროკურატურები ერთმანეთთან შეთანხმებით მოქმედებენ.

კალანდაძის განმარტებით, გასულ წელს რუსთავი2-ის ეთერში მისი სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ, რუსეთის პროკურატურამ უკრაინაში მასზე ძებნა გამოაცხადა და დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ ქვეყნებს შორის ხელშეკრულება გაუქმდა.

გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოს პროკურატურის ბრალდებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ახალი ბრალი გამოწვეულია იმ მიზეზით, რომ ის უკრაინაში ნაციონალური გვარდიის ხელმძღვანელის თანაშემწედ ინიშნება და ამავე დროს ქართველი მებრძოლებთან ერთად ბრძოლებში მონაწილეობდა.

„დღევანდელი ახალი პროკურორი პირდაპირ ხელდასმით ასრულებს რუსული პროკურატურის დავალებებს. რამდენიმეჯერ მესიჯის სახით იყო მოთხოვნა იმისა, რომ დამეტოვებინა უკრაინა და გადავსულიყავი უცხოეთში, ან დავბრუნებულიყავი საქართველოში,“ – აცხადებს გიგი კალანდაძე.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი: მელნიკოვი დანიშნეთ შს მინისტრად და ახალაია ზარზეიმით გამოუშვით ბარემ
შემდეგი სტატიარუსებმა თურქების მიერ ტერორისტებისგან ნავთობის ყიდვის ვიდეო გამოაქვეყნეს