ოზურგეთში მეოთხეკლასელი ბავშვი ჩამომხრჩვალი იპოვეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეთედურში მეოთხეკლასელი ბავშვი ჩამომხრჩვალი იპოვეს. მეზობლების თქმით, ბავშვი გარდაცვლილი საკუთარ სახლში მშობლებმა იპოვეს.

როგორც ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირქტორმა დავით მდინარაძემ განაცხადა, ბავშვი საცხოვრებელი სახლიდან სასწრაფო-სამედიცინო სახლის ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ის სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანამდე უკვე გარდაცვლილი იყო.
7 წლის რეზიკო ორშაბათს სკოლაში საახალწლო ზეიმისთვის ემზადებოდა. ,,ბავშვი იმდენად ბედნიერი იყო, რომ საზეიმო ლექსებს სიხარულით იმეორებდა“ – აცხადებენ ოჯახის ახლობლები. მათი თქმით, დედა ოზურგეთში საზეიმოდ ტანსაცმლის საყიდლად წავიდა, უკან მობრუნებმა ძებნა დაუწყო და რომ ვერ გააგონა სახლის გვერდით, შეშის შესანახ ადგილზე მივიდა, სადაც ბავშვი ჩამომხრჩვალი დახვდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გახდა შემთხვევის მიზეზი.

banner
წინა სტატიაშიოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული რომან რ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს
შემდეგი სტატია“თალიზის”~ წარმატების საიდუმლო