თბილისში ტაქსი აფეთქდა – დამწვარია 30 წლამდე მამაკაცი

თბილისში ტაქსის აფეთქების შედეგად 30 წლამდე მამაკაცი დაიწვა. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მამაკაცს სხეულის 15% აქვს დამწვარი.

„მას მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული თავის და ზედა კიდურების არეში. იგი ამ დროისთვის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებს ქაშიბაძე.

როგორც ცნობილია, ავტომობილი, რომელიც აფეთქდა გაზზე მუშაობდა.

 

წყარო: newposts.ge

banner
წინა სტატიაშიეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი: ნარმანიას ადგილას გადავდგებოდი