ალეკო ელისაშვილი: ნარმანიას ადგილას გადავდგებოდი

ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

საკრებულოს ოპოზიციას დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას თანამდებობიდან წასვლის არ სჯერა. დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნება ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რადგან რიგგარეშე არჩევნებში დედაქალაქის მერის პოსტზე საკუთარი კანდიდატის გაყვანას ვეღარ შეძლებენ.

„არა მგონია, რომ ქართულმა ოცნებამ გაუშვას ნარმანია თანამდებობიდან, რადგან მათ გარანტია არ აქვთ, რომ მათი კანდიდატი ახალ ვადამდელ არჩევნებში გაიმარჯვებს. ამიტომ არ მგონია, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ. თუმცა ნარმანიას ადგილას, რომ ვიყო მეთვითონ წავიდოდი თანამდებობიდან. არ დაველოდებოდი ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებებს. ნარმანიას თითოეული დღე ამ თანამდებობაზე არის სირცხვილი და პრობლემა ქალაქისთვის,“ – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

ქართული ოცნების მხრიდან დავით ნარმანიას თანამდებობიდან გაშვების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის არ სჯერა არც ნაციონალურ მოძრაობას. როგორც ირაკლი აბესაძე ამბობს, მისი გადაყენების შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნების პირობებში ქართულ ოცნებას გამარჯვების შანსი დედაქალაქში თითქმის არ აქვს.

banner
წინა სტატიაშითბილისში ტაქსი აფეთქდა – დამწვარია 30 წლამდე მამაკაცი
შემდეგი სტატია“ვამბობდი, რომ ივანიშვილი გარიგებული იყო სააკაშვილის რეჟიმთან, მაგრამ არავინ მიჯერებდით”