გიორგი გაბაშვილი: ვითარება შეიცვლება მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ჩამოშორდება ხელისუფლებას

მთავრობაში საკადრო ცვლილებების გადაწყვეტილება მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებაშიც კი ესმით, თუ რა კატასტროფის წინაშე დგას ქვეყანა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თუმცა, გაბაშვილმა ხაზი გასუვა, რომ საკადრო გადაადგილებები ვითარებას რეალურად ვერ შეცვლის ვიდრე ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას არ ჩამოშორდება.
“სულ ორი დღის წინ ბატონი ღარიბაშვილი ატარებდა პრეზენტაციას და საუბრობდა იმაზე, რომ მთავრობა არის წარმატებული, ხალხი უკეთ ცხოვრობს და ყველაფერი კარგად არის. გადაწყვეტილება, რომელიც დღეს ან ამ დღეებში მიიღება მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებაშიც კი ესმით, თუ რა კატასტროფის წინაშე დგას ქვეყანა, მაგრამ ეს გადანაცვლებები ბიძინა ივანიშვილის კარზე ვითარებას ვერ შეცლის. პირადად ის, მისი პოლიტიკა, მისი არასწორი გადაწყვეტილებები არის მიზეზი იმისა, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. შესაბამისად, გადანაცვლებები მის კარზე ვითარებას ვერ შეცვლის. ვითარება შეიცვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ხელისუფლება დასრულდება არჩევნების გზით; როცა ბიძინა ივანიშვილი ჩამოშორდება ხელისუფლებას და მოვა ახალი მთავრობა”, – განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„დაგროვებული პრობლემების სახელი და გვარი ღარიბაშვილი არ არის“
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: ღარიბაშვილის გადაყენება ჩვენს ქვეყანას ვერაფერ სასიკეთოს ვერ მოუტანს