გიგა ბოკერია: ღარიბაშვილის გადაყენება ჩვენს ქვეყანას ვერაფერ სასიკეთოს ვერ მოუტანს

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

„ნაციონალურ მოძრაობაში“ პრემიერ-მინისტრის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაცია მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენებით არ შეიცვლება.

როგორც გიგა ბოკერიამ განაცხადა, საჭიროა ხელისუფლებას ჩამოშორდეს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილის და ქართველმა ხალხმა მთავრობა არჩევნების გზით აირჩიოს.

„ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ღარიბაშვილის გამოცვლა. ეს დაადასტურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმაც. ლოგიკურია, რომ ამ უმძიმესი კრიზისის ფონზე, როდესაც ლარი გაუფასურდა, გაიზარდა კრიმინალი, როდესაც მთავრობას მომავლის არანაირი ხედვა არ აქვს, რომ პრემიერი და მისი კაბინეტი გადადგეს. თუმცა, ამავე დროს ყველამ ვიცით, რომ ღარიბაშვილი უბრალოდ მარიონეტია, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი და ის არის ერთპიროვნული მმართველი. მან შექმნა ის პოლიტიკა, რომელმაც ამ რთულ ვითარებაში ჩააყენა ქვეყანა. ამიტომ ღარიბაშვილის გადაყენება ჩვენს ქვეყანას ვერაფერ სასიკეთოს ვერ მოუტანს. ერთადერთი პირობა, რომ ქვეყანა უფსკრულისკენ მიმავალი გზიდან გამოვყვანოთ, არის ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილება. ამის დემოკრატიული პროცედურაა არჩევნები. ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, ამ გადაწყვეტილებას არა ოლიგარქი, არამედ ქართველი ხალხი უნდა იღებდეს. ჩვენს ქვეყანას სჭირდება მთავრობა, რომელსაც აქვს კომპეტენცია. ივანიშვილმა, რომელმაც 2012 წელს მიიღო მანდატი, გადააგდო ქართველი ამომრჩეველი, ამიტომ ეს მანდატი დაკარგა“, – განაცხადა ბოკერიამ.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი გაბაშვილი: ვითარება შეიცვლება მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ჩამოშორდება ხელისუფლებას
შემდეგი სტატიასად არის ღარიბაშვილი