650-მდე ბავშვს, რომელსაც ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს, განმეორებითი კვლევა ჩაუტარდება და ამას სახელმწიფო დააფინანსებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გამოკვლეული 1578 ბავშვიდან, ვისაც ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს, მათ შემდგომ კვლევას, სახელმწიფო დაფინანსებს. მისივე თქმით, ასეთი დაახლოებით 650 ბავშვია.

„სახელმწიფო დააფინანსებს მათ შორის ინტერვენციებსაც, სადაც პედიატრის დანიშნულებით, ჩარევა იქნება საჭირო. ჩარევა ძირითადად გახლავთ რკინის, კალციუმის,პრეპარატების, ვიტამინების მიცემა. ასევე მონიტორინგი მოხდება გარკვეული პერიოდულობით. სხვადასხვა მიდგომაა პროტოკოლში, თუ როგორი ინტენსივობით უნდა გაიმეორო ტყვიის ანალიზი. პროგრამის მიხედვით, ამ ყველაფერს სახელმწიფო დააფინანსებს. ამავე დროს, 19 აპრილის განკარგულების თანახმად, ოთხმა სამინისტრომ – ჯანდაცვის, გარემოსა და სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებმა ხანგრძლივადიანი პროგრამა უნდა შეიმუშავონ,“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

„გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ 650 ბავშვის ოჯახში იქნება აღებული გარემოს სინჯები შესაძლო წყაროს აღმოსაჩენად, აიღებენ წყლის, ნიადაგის, საკვების ნიმუშს ამ ოჯახებიდან. რამდენიმე ლაბორატორია გადის აკრედიტაციას საღებავებზე, ბავშვის სათამაშოების კვლევებზე. შესაბამისად, შემდგომ ეს ნიმუშებიც იქნება გამოკვლეული, რათა წყაროზე გავიდეთ,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე – დღევანდელი საპენსიო რეფორმა სრულიად გაუაზრებელი, ძალადობრივი გეგმაა
შემდეგი სტატიადავით ჭიჭინაძე საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელს – თქვენ ქვეყანას 15 ათასი ლარი უჯდებით თვეში, სჯობდა არ ჩამოსულიყავით