დავით ბაქრაძე – დღევანდელი საპენსიო რეფორმა სრულიად გაუაზრებელი, ძალადობრივი გეგმაა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 23, 2019 14:25

დავით ბაქრაძე – დღევანდელი საპენსიო რეფორმა სრულიად გაუაზრებელი, ძალადობრივი გეგმაა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დავით ბაქრაძე საპენსიო რეფორმას სრულიად გაუაზრებელ, ძალადობრივ გეგმას უწოდებს.

ბაქრაძის თქმით, რეფორმის ფარგლებში მოქალაქეებს თანხებს ყოველ თვეში იძულებით ართმევენ, რომელიც შემდეგ კომერციულ ბანკებში მიიმართება.

„საპენსიო რეფორმამ დღეს რა მოგვიტანა, პირველი – ადამიანებს ყოველთვიურად ფულს იძულებით ართმევენ, ხელფასს უმცირებენ და ეს იძულებით ჩამორთმეული ფული კომერციულ ბანკებში მიდის. იმისთვის, რომ ჩვენი საკუთარი ფული კომერციულ ბანკებში ძალით დაგვადებინონ, სახელმწიფო კიდევ ფულს გვახდევინებს. მეორე – არ არსებობს არანაირი გეგმა და საინვესტიციო სააგენტო, უბრალოდ საპენსიო სააგენტო არსებობს. მორიგი ახალი ბიუროკრატია, რომლის შენახვაზეც თითოეული ჩვენგანი ფულს ვიხდით. მივიღეთ სურათი, როცა იძულებით გვახდევინებენ ფულს, რომ ეს ფული კომერციულ ბანკებში დაგვადებინონ და ამ დადებაში კიდევ ცალკე გადავუხადოთ. ასევე ახალ ბიუროკრატიას ვინახავთ, რომელიც ჩვენს ხარჯზე არსებობს და ძალიან მაღალი ხელფასები აქვთ“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული უწყება მავნებლური რეგულაციების მოგონებითაა დაკავებული.

„მაგალითად რეგულაცია, როგორიცაა შრომით დავებში ჩარევა და კომპანიებს მათი თანამშრომლების ხელფასების ზრდის ან შემცირების მიხედვით დააჯარიმებს. ეს არის დღევანდელი საპენსიო რეფორმა, სრულიად გაუაზრებელი, ძალადობრივი გეგმა“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ „ევროპული საქართველო“ აღნიშნული გეგმის შეცვლას და მისი ნებაყოფლობითი ალტერნატივის მიღებას ითხოვს, რომელიც პარტიას აქვს წარდგენილი.

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით საპენსიო სააგენტოს დირექტორს, ლევან სურგულაძეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 23, 2019 14:25

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


9,832
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics