დავით ჭიჭინაძე საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელს – თქვენ ქვეყანას 15 ათასი ლარი უჯდებით თვეში, სჯობდა არ ჩამოსულიყავით

თქვენ ქვეყანას 15 ათასი ლარი დაუჯექით თვეში, ჯობდა არ ჩამოსულიყავით, – ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ საპენსიო სააგენტოს დირექტორს ლევან სურგულაძეს კომიტეტის სხდომაზე, სადაც მისი ანგარიში მოისმინეს.

დავით ჭიჭინაძემ ლევან სურგულაძეს ჰკითხა, ქვეყნიდან ხალხის გასვლა ხომ არ შეუშლის ხელს საპენსიო სააგენტოს შემდგომ მუშაობაში.

„ქვეყანაში იქნა დეკლარირებული, რომ ჩვენი კვალიფიციური მუშახელი წავა და კანონიერად იმუშავებს საზღვარგარეთ, ისეთი მცირერიცხვოვანი ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, ამ დროს თქვენი ბაზა მცირდება, ეს თქვენზე არ იმოქმედებს?“, – მიმართა სურგულაძეს ჭიჭინაძემ.

ლევან სურგულაძემ თავის მხრივ, დეპუტატს უთხრა, რომ ეს პრობლემა არ არის.

„ვიღაც გადის, ვიღაც ჩამოდის. მე ჩამოვედი მაგალითად“, – აღნიშნა სურგულაძემ.

აღნიშნულ პასუხს დავით ჭიჭინაძის გაღიზიანება მოჰყვა და სურგულაძეს მიმართა, რომ სჯობდა, არ ჩამოსულიყო.

„თქვენ ქვეყანას 15 ათასი ლარი დაუჯექით თვეში, სჯობდა არ ჩამოსულიყავით“,- მიმართა ჭიჭინაძემ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელს.

banner
წინა სტატიაში650-მდე ბავშვს, რომელსაც ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს, განმეორებითი კვლევა ჩაუტარდება და ამას სახელმწიფო დააფინანსებს
შემდეგი სტატია“ორივეს მე დავპატიჟებ ყავაზე” – ირაკლი სესიაშვილი გახარიას და ხოშტარიას მიმართავს