6 საათიანი სპეცოპერაცია – მალის სასატუმროდან მძევლები გამოყავთ

სპეცრაზმელებს სასტუმრო Radisson-იდან მძევლები გამოჰყავთ. 6 საათიანი ოპერაციის შემდეგ სამართალდამცველებმა ყველა იმ ადამიანის გათავისუფლება შეძლეს, ვინც ტერორისტების ტყვეობაში აღმოჩნდა.

შეიარაღებული ტერორისტები სასტუმროში დილის ექვს საათზე შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. მათ რამდენიმე ადამიანი მოკლეს, რის შემდეგაც შენობის მეშვიდე სართული დაიკავეს. ტერორისტებმა სასტუმროს 30–მდე თანამშრომელი და 140 სტუმარი, რომელთა შორის უმეტესობა უცხოელი ტურისტები იყვნენ, მძევლად აიყვანეს.

პირველი გასროლიდან 20 წუთში სასტუმრო სპეცრაზმის ალყაში იყო. ინფორმაციას შენობაში არსებულ ვითარებაზე ძალოვანები მძევლებისგან იღებდნენ, რის შემდეგაც უკვე შენობის შტურმი დაიწყეს.

სპეცოპერაციაში მალელ სამართალდამცველებთან ერთად გაეროს მშვიდობისმყოფელები და ამერიკელი სამხედროებიც ჩაერთვნენ. ცოცხალი ძალა ბამაკოში მალის მთავარმა მოკავშირემ, საფრანგეთმაც გაგზავნა.

შენობაში შესულ ძალოვანებს 6 მძევალი მძიმედ დაჭრილი დახვდათ. ყველა მათგანი ბამაკოს საავადმყოფოშია გადაყვანილი. არის მსხვერპლიც, თუმცა დაღუპულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ ჯერობით არ ვრცელდება. არსებული მონაცემებით ტერაქტის შედეგად 27 ადამიანია დაღუპული.

შტურმის დროს სამართალდამცველებმა ყველა თავდამსხმელი მოკლეს, თუმცა კონკრეტულად რამდენი ტერორისტი მოქმედებდა სასტუმროში ჯერ ჯერობით არ კონკრეტდება.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ალ–ქაიდას ლოიალურმა დაჯგუფებამ “ალ მურაბიტუნმა ” აიღო.

banner
წინა სტატიაში,,გაერო გახლავთ სიმბოლო საერთაშორისო თანამშრომლობისა”
შემდეგი სტატიასაყდრისის მცველები კულტურის მინისტრის ლექციის ჩაშლას ცდილობენ