55 სახლი, 26 მანქანა, 30 მიწის ნაკვეთი, იახტა – ლვოვის სასამართლომ მედვედჩუკის ქონება დააყადაღა

ლვოვის რაიონულმა სასამართლომ, გამოძიების სახელმწიფო ბიუროს და გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, დააყადაღა უკრაინის სახალხო დეპუტატის, ვიქტორ მედვედჩუკისა და მისი მეუღლის ოქსანა მარჩენკოს უძრავ-მოძრავი ქონება.

დაყადაღებულია 23 სახლი, 32 ბინა, ავტოსადგომი, 26 მანქანა, 30 მიწის ნაკვეთი და იახტა. ჯამში 150-ზე მეტი ობიექტი.

ასევე დაყადაღებულია 25 კომპანიის საწესდებო კაპიტალის აქციები. მანამდე სასამართლომ მედვედჩუკის იახტა და სხვა უძრავი ქონება დააყადაღა.

მედვედჩუკზე 2021 წლის 12 მაისს აღიძრა საქმე, ოკუპირებულ ყირიმში, ეროვნული რესურსების გაძარცვის, სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებისა და უკრაინის საწინააღმდეგო დივერსიული მოქმედებების ბრალდებით. (სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 438 მუხლები)

იმავე წლის ოქტომბერში მედვედჩუკი გამოცხადდა ეჭვმიტანილად ახალ საქმეზე – ღალატსა და ტერორიზმის ხელშეწყობაში. (ე.წ.„ნახშირის საქმე“) (სსკ-ის 111-ე მუხლი და 258-3-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).

2022 წლის 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ის შინაპატიმრობიდან გაიქცა. “პუტინის ნათლიმამად” წოდებული ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინაში 12 აპრილს დააკავეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ივან ბაკანოვმა განაცხადა, რომ რუსეთის FSB მედვედჩუკის გაყვანას უკრაინიდან ჯერ დნესტრისპირეთში, შემდეგ კი მოსკოვში გეგმავდა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე – მთელი საზოგადოების სახელით, ევროკავშირის კითხვარი უნდა შეავსონ იმ ადამიანებმა, ვისაც აქვს პასუხისმგებლობა და ვისაც ჰქვია დღეს ხელისუფლება
შემდეგი სტატიაიოსელიანი – „ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილება სწორი არ არის, რას ნიშნავს, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად უკრაინაში არ წავა, მაშინ პარლამენტში რატომ სხედან