51-ე სკოლის მოსწავლეებთან ფსიქოლოგები იმუშავებენ

ახალი სასწავლო წელი 14 სექტმბერს დაიწყება!

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფსიქოლოგები თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან, მეურვეებთან თუ კანონიერ წარმომადგენლებთან 24 საათიან რეჟიმში იმუშავებენ, ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი:

„გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფსიქოლოგები თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან, მეურვეებთან თუ კანონიერ წარმომადგენლებთან 24 საათიან რეჟიმში იმუშავებენ.

მათთან დასაკავშირებლად ფუნქციონირებს სამინისტროს ნომერი 2 200220 (შიდა 30-25) და ასევე, საგანგებოდ უქმე დღეებისთვის, ამუშავდა 24 საათიანი ფსიქო-კონსულტაციისთვის განკუთვნილი ტელეფონის ნომერი 577994181“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 51-ე სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს, ერთ-ერთი გარდაიცვალა, მეორე მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა.

banner
წინა სტატიაშითბილისში ბიოტუალეტები განთავსდება
შემდეგი სტატიახორავას ქუჩაზე დაჭრილ მოსწავლეს სისხლდენა არ უჩერდება