ხორავას ქუჩაზე დაჭრილ მოსწავლეს სისხლდენა არ უჩერდება

ქირურგის ინფორმაციით ხორავას ქუჩაზე დაჭრილ მოსწავლეს სისხლდენა არ უჩერდება, ამიტომ მისი მდგომარეობა უმძიმესია:

“პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, არის არასტაბილური დინამიკით. შემოსვლიდან ამ დრომდე მიმდინარეობს მისი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება, ამისთვის ტარდება რეანიმაციული ღონისძიებები. პაციენტს გაუკეთდა სამი ოპერაცია: ბარძაყის მიდამოს ოპერაცია, მუცლის ღრუსა და გულმლმკერდის არეში. არასტაბილურობას განაპირობებს ის, რომ პაციენტს ჰქონდა უდიდესი დანაკარგი სისხლის ანუ მოცულობის ძირითადი ნაწილი იყო დაკარგული. მიმდინარეობს შემოსვლიდან ამ წუთის ჩათვლით სისხლის მუდმივი გადასხმა, რის მიუხედავადაც სისხლდენის ზოგადი შედედება არ ხდება და სისხლდენის შეჩერება ამის გამო ვერ ხერხდება, არის არასტაბილური ჰემოდინამიკით უმძიმესი მდგომარეობა”, – აცხადებს ზოგადი ქირუეგი დავით ლოლაძე.

 

წყარო: “იმედინიუსი”

banner
წინა სტატიაში51-ე სკოლის მოსწავლეებთან ფსიქოლოგები იმუშავებენ
შემდეგი სტატიალუბლიანას ქუჩაზე ყოფილ მეუღლესა და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს, 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება