47 წლის წინ 21 აგვისტოს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარები შევიდნენ – “პრაღის გაზაფხულის” დასასრული

47 წლის წინ 21 აგვისტოს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარები შევიდნენ -

47 წლის წინ 21 აგვისტოს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარები შევიდნენ - "პრაღის გაზაფხულის" დასასრულიიმის შიშით, რომ ჩეხოსლოვაკიაში სოციალისტური წყობილება დაემხობოდა და ის ვარშავის ხელშეკრულებიდან გამოვიდოდა და თან სხვა სახელმწიფოებს ანალოგიური ნაბიჯის გადადგმისაკენ უბიძგებდა, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პოლიტბიურომ მიიღო გადაწყვეტილება ინტერნაციონალური დახმარების საფარქვეშ 1968 წლის 21 აგვისტოს შეეყვანა თავისი ჯარები ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე.
1956 წლის უნგრეთის ცნობილი მოვლენების შემდეგ ეს იყო საბჭოთა კავშირის პირველი ცდა ძალის გამოყენებით ჩაეხშო დემოკრატიული გარდაქმნები სოციალისტური ბანაკის შიგნით.
“პრაღის გაზაფხული” წარმოადგენდა ჩეხეთში პირველი ცდა იყო, მიეცათ სოციალიზმისათვის ადამიანური სახე. იმ დემოკრატიულ გარდაქმნებს, რომლებსაც ახორციელებდნენ ადგილობრივი რეფორმატორები ალექსანდრე დუბჩეკის მეთაურობით, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში განიხილავდნენ, როგორც მუქარას მთელი სოციალისტური ბანაკისადმი.

47 წლის წინ 21 აგვისტოს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარები შევიდნენ - "პრაღის გაზაფხულის" დასასრული

სამხედრო ოპერაცია, რომელსაც “დუნაი” ერქვა, საბჭოთა სადესანტო დივიზიის მიერ პრაღის აეროპორტ “რუზინეს” აღებით დაიწყო. ინტერვენციაში საბჭოთა კავშირთან ერთად, აღმოსავლეთ გერმანიის, ბულგარეთის, უნგრეთის და პოლონეთის სამხედრო ძალები მონაწილეობდნენ. პრაღის უბრალო მოქალაქეები ქუჩებში გამოვიდნენ და საოკუპაციო ძალების საწინააღმდეგო დემონსტრაციები დაიწყეს.
პრაღის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი ადამიანები საოკუპაციო ძალების მიმართ ზიზღს დაუფარავად გამოხატავდნენ. მოქალაქეები ქუჩებს სატვირთო ავტომობილებით ხერგავდნენ და მძიმე ტექნიკის გადაადგილებას აფერხებდნენ. ტანკებზე ანტისაბჭოურ ლოზუნგებს წერდნენ და ნაცისტურ სიმბოლიკას ხატავდნენ. ჯარისკაცებს ქვებს, ასფალტის ნატეხებს, “მოლოტოვის კოქტეილს” უშენდნენ. ინტერვენციის შედეგად აგვისტოსა და სექტემბერში ჩეხოსლოვაკიის 108 მოქალაქე დაიღუპა, 500-მდე კი დაიჭრა. საბჭოთა არმიის დანაკარგმა 98 ჯარისკაცი შეადგინა.

chez
1968 წლის 18 ოქტომბერს ჩეხოსლოვაკიის ფედერალური კრების სხდომა გაიმართა. კრებაზე ერთადერთ საკითხს განიხილავდნენ – ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე საბჭოთა საჯარისო კონტინგენტის განთავსებას. ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარის დაკანონებას სხდომაზე მხოლოდ 4 დეპუტატი შეეწინააღმდეგა, დანარჩენებმა თანხმობა განაცხადეს. ხელშეკრულების მიხედვით, ქვეყანაში საბჭოთა ჯარი დროებით, სიტუაციის ნორმალიზაციამდე უნდა დარჩენილიყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარის დროებითი ყოფნა 23 წელი გაიწელა.

47 წლის წინ 21 აგვისტოს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარები შევიდნენ - "პრაღის გაზაფხულის" დასასრული

banner
წინა სტატიაშისექტემბერში დედამიწას ასტეროიდი არ ეჯახება – NASA მოსახლეობას ამშვიდებს
შემდეგი სტატიაGoogle-მა მეხის გამო მომხმარებელთა მონაცემები დაკარგა