Google-მა მეხის გამო მომხმარებელთა მონაცემები დაკარგა

Google-მა მეხის გამო მომხმარებელთა მონაცემები დაკარგა

Google-მა მეხის გამო მომხმარებელთა მონაცემები დაკარგამეხის დარტყმამ, რომელიც Google-ის ერთ-ერთ დამამუშავებელ ცენტრს დაეცა, იქ არსებული ყველა ინფომაცია გაანადგურა, შედეგად რამდენიმე მომხმარებელმა საბოლოოდ დაკარგა საკუთარ ფაილებთან წვდომა. სულ დატა-ცენტრზე 4 მეხის დარტყმა დაფიქსირდა. როგორც კომპანია ამბობს, მათ ძალიან უმნიშვნელო მონაცემები დაკარგეს. როგორც განცხადებიდან ჩანს, საბოლოოდ განადგურდა არსებული ფაილების 0,000001%, რომელიც ინტერნეტ გიგანტის სერვერზე ინახებოდა.

Google-ში ზუსტად არ იციან კლიენტების სახელები, რომელთა მონაცემებიც დაიკარგა.
ელექტრონული მოწყობილობები მგრძნობიარე არიან ელექტრომაგნიტურ მოქმედებებზე, ამიტომ მსგავსი ცენტრები, როგორც წესი ისეთ შენობებშია განთავსებული, რომელიც მეხთამრიდით არიან დაცულები.
სამწუხაროდ, მეხთამრიდებმა კომანიის შენობა ვერ დაიცვა.

banner
წინა სტატიაში47 წლის წინ 21 აგვისტოს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარები შევიდნენ – “პრაღის გაზაფხულის” დასასრული
შემდეგი სტატიავადამდელი არჩევნები საბერძნეთში