44 700 ჯარისკაცი, 1 899 ტანკი, 4 195 ჯავშანტექნიკა – რუსი ოკუპანტების დანაკარგი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 19 აგვისტომდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

ჯარისკაცი – დაახლოებით 44 700;
ტანკი – 1 899;
ჯავშანტექნიკა – 4 195;
საარტილერიო სისტემა – 1 016;
სარაკეტო სისტემა – 266;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 141;
თვითმფრინავები – 234;
ვერტმფრენი – 197;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 795;
საკრუიზო რაკეტები – 190;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 130;
გემი/ნავი/კატარღა – 15;
სპეციალური აღჭურვილობა – 94.
კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ ანახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიანუ უსმენთ ამ ს*რებს და ნუ გეშინიათ, მსჯელობა შეიძლება ყველაფერზე, ამბოხებაზეც და რევოლუციაზეც – ჯაფარიძე