44 100 ჯარისკაცი, 1 886 ტანკი, 4 162 ჯავშანტექნიკა – რუსი ოკუპანტების დანაკარგი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 17 აგვისტომდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

ჯარისკაცი – დაახლოებით 44 100;
ტანკი – 1 886;
ჯავშანტექნიკა – 4 162;
საარტილერიო სისტემა – 993;
სარაკეტო სისტემა – 263;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 136;
თვითმფრინავები – 233;
ვერტმფრენი – 196;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 792;
საკრუიზო რაკეტები – 190;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 054;
გემი/ნავი/კატარღა – 15;
სპეციალური აღჭურვილობა – 93.
კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ ანახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშირუსულმა ძალებმა მიკოლაივში უნივერსიტეტი დაბომბეს
შემდეგი სტატიაყირიმის ხიდი უნდა დაინგრეს, ის რუსული არმიისთვის მთავარი კარიბჭეა – პოდოლიაკი