გლდანში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 25 წლის კაცი არასრწულოვანი დის ჩვენების საფუძველზე დააპატიმრეს. მკვლელობის ერთადერთმა თვითმხილველმა გამოძიებას უთხრა, რომ მისმა უფროსმა ძმამ მამამისი სამზარეულოს დანით მოკლა.
არასრულწლოვანი დის ჩვენების მიხედვით, ძამ მამა დილის 9 საათზე, სამზარეულოს დანით მხარში დაჭრა. ამის
შემდეგ აღნიშნული დანა გატყდა, ხოლო მისი ძმა სამზარეულოში სხვა დანის ასაღებად გაბრუნდა, 12 წლის გოგონამ კი ხელი შეუშალა. დაჭრილი კაცი სასწრაფოს მისვლამდე საძინებელში იყო და კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარაიცვალა.
ბრალდებულის წინააღმდეგ გამოკითხვის ოქმი ერთადერთი მტკიცებულებაა. დაკავებულის ადვოკატი აღნიშნული ჩვენების ბათილად ცნობას მოითხოვს. ინტერესების დამცველი დღავანდელ პროცესზე ნიკა გამხიტაშვილის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.