ნავალნის თანამებრძოლებმა პოლიტიკოსის სიკვდილის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ფულადი ჯილდო დააწესეს

აღნიშნულ ინფორმაციას გარდაცვლილი ოპოზიციონერის თანაპარტიელი ივან ჟდანოვი ავრცელებს და ამბობს, რომ ჯილდო 100 000 ევროა.

შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში, 16 თებერვალს, ციმბირის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. მისი სიკვდილის მიზეზად რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ თრომბი დაასახელა. თუმცა, მსოფლიო ლიდერები ოპოზიციონერის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას კრემლს და პირადად პუტინს აკისრებენ.

ნავალნის ოჯახი მისი ცხედრის გადაცემას 8 დღის განმავლობაში ითხოვდა და საბოლოოდ გუშინ, 24 თებერვალს, მის დედას, ლუდმილა ნავალნაიას გადაეცა.

banner
წინა სტატიაში“გმადლობ, ქალბატონო პრეზიდენტო! აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა მნიშვნელოვანია – ზელენსკი
შემდეგი სტატიამოსამართლემ ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა