40-ზე მეტ დასახლებაში ცხოვრება მოშლილია – ზელენსკი კახოვკას კატასტროფაზე

ვადგენთ უფრო დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ზიანი გამოიწვია რუსეთმა ამ კატასტროფის შედეგად. 40-ზე მეტ დასახლებაში ცხოვრება მოშლილია. ბევრ ქალაქში და სოფელში ასობით ათასი ადამიანისთვის სასმელ წყალზე წვდომა მნიშვნელოვნად შეფერხებულია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს, სადაც ის კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ მიმდინარე ევაკუაციაზე საუბრობს.

„ვმუშაობთ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ყველა დონეზე, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადავარჩინოთ დატბორილი ტერიტორიებიდან. ევაკუაცია გრძელდება. სადაც კი შეგვიძლია ხალხის გამოყვანა წყალდიდობის ზონიდან, ჩვენ ამას ვაკეთებთ. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური, პოლიცია და სამხედროები დიდ საქმეს აკეთებენ! მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულს!“- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიწელიწადზე მეტის განმავლობაში არც ერთი ფაქტი არ გვაქვს იმისა, რომ საქართველო გამოყენებული იყოს სანქციებისთვის თავის ასარიდებლად და ეს ვერც მომავალში მოხდება – კაკაურიძე
შემდეგი სტატია„ნაცმოძრაობას“ აქვს იმდენად ტოქსიკური რეპუტაცია, რომ ეს შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის – სარჯველაძე