„ნაცმოძრაობას“ აქვს იმდენად ტოქსიკური რეპუტაცია, რომ ეს შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის – სარჯველაძე

„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს იმდენად ტოქსიკური რეპუტაცია, რომ ეს შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის დღის წესრიგშია ახალი გეგმები, თუ როგორ წარდგნენ მომდევნო არჩევნებზე.

„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს იმდენად ტოქსიკური რეპუტაცია, რომ ეს შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის, შესაბამისად, ბუნებრივია, ცალკეული პარტიები იწყებენ ზრუნვას იმაზე რომ ეს დამაზიანებელი ეფექტი ჩამოიცილონ. ამის შემდეგ დღის წესრიგში დგება მათთვის ახალი გეგმები, თუ როგორ წარდგნენ მომდევნო არჩევნებზე. როგორც არ უნდა გადაჯგუფდნენ ცალკეული პოლიტიკოსები, მათი შეხედულებების სისტემა ხომ არ არსებობს რეალურად“, – აცხადებს სარჯველაძე.

banner
წინა სტატიაში40-ზე მეტ დასახლებაში ცხოვრება მოშლილია – ზელენსკი კახოვკას კატასტროფაზე
შემდეგი სტატიაევროპარლამენტარები დარჩნენ ადამიანებად, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ვერ გაიგეს – სამხარაძე