39 ათასამდე აბიტურიენტიდან 28 176 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

წერს

2017 წელს 39 ათასამდე აბიტურიენტიდან 28 176 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, – ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა.მისი თქმით, 363 აბიტურიენტმა გამოცდების ბარიერი გადალახა, მაგრამ ვერსად ჩაირიცხა.როგორც მიმინოშვილმა განაცხადა, ე.წ უფასო ფაკულტეტებზე სულ 4051 აბიტურიენტი ჩაირიცხა. ამასთან,100%-იანი გრანტი 1009 აბიტურიენტმა აიღო.გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, 70%-ინი გრანტი აიღო 1457 აბიტურიენტმა, ხოლო 50%-იანი გრანტი 4081 აბიტურიენტმა.

2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ 41500-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

banner
წინა სტატიაშიურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი A-WEB-თან
შემდეგი სტატიარა უჯდება ქვეყანას „ბატონების ჯანელიძის და “თალიბანის“ შენახვა