შრომის ინსპექციის სამსახურმა კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის აჭარაში 10 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმა

შრომის ინსპექციის სამსახურმა სხვა ზედამხედველ უწყებებთან ერთად, კოორდინირებული მუშაობის შედეგად აჭარის რეგიონში აკრძალული საქმიანობის ფაქტები გამოავლინა. დღის განმავლობაში, დაჯარიმდა 10 ფიზიკური და იურიდიული პირი. მათგან ორს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა.

„აკრძალული საქმიანობის გამოვლენის პროცესში, შრომის ინსპექციასთან ერთად შსს-ს კრიმინალური და საპატრულო პოლიცია, შემოსავლების, სურსათის უვნებლობის და ადგილობრივი მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები არიან ჩართულები. შეზღუდვებზე კონტროლის გამკაცრების საპასუხოდ, ჯგუფები დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფენ. ოპერირება ყველა რეგიონულ ცენტრში ხორციელდება“, – ნათქვამია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირატიანი: ჩვენც გაგვიფრთხილდით, ჩვენც გვინდა ვიცოცხლოთ
შემდეგი სტატიადედაქალაქში გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლება შპს „ალმამ“ მოიპოვა