რატიანი: ჩვენც გაგვიფრთხილდით, ჩვენც გვინდა ვიცოცხლოთ

ომში ვართ, სადაც სიკვდილ-სიცოცხლეს ვუყურებთ თვალებში. ძალიან ძნელია, როცა ადამიანი კონტაქტით შემოდის, მერე გიმძიმდება, სუნთქვა გიჭირს, გადადის აპარატზე და გიკვდება, სამწუხაროდ, ეს მომენტებიც გვაქვს, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „ტვ პირველს“ განუცხადა.

„ჩვენც გაგვიფრთხილდით, ჩვენც გვინდა, რომ ვიცოცხლოთ, ექიმებსაც, მედპერსონალსაც. მე მესმის ყველას ამბიციის, მაგრამ ეს ამბიციები ყველამ უნდა დაიოკოს. ყველამ უნდა გადაყლაპოს თავისი ამბიცია, ცივი წყალი დალიონ ამ ამბიციასთან ერთად.

1 200 თანამშრომელი მყავს, იცი როგორი განცდა მაქვს? თითქმის ყველა ჩემი სტუდენტია, ვინც რეანიმაციაში მუშაობს. ის რომ დაინფიცირდეს, ის რომ აპარატზე გადავიდეს, მის დედას რა უნდა ვუთხრა. ამიტომ, გონს მოეგეთ სულ ყველა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 2 363, აჭარაში – 905, იმერეთში – 564
შემდეგი სტატიაშრომის ინსპექციის სამსახურმა კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის აჭარაში 10 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმა