32 წლის 3 მცირეწლოვანი ტყუპის დედის გადასარჩენად საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის ერთობლივი ორგანიზებით, საქველმოქმედო სპექტაკლი “ვიდრე უფლისწული თავს მოიკლავს” გაიმართება.
როგორც “თაიმერს” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, სპექტაკლიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება მარი ბურდულის დასახმარებლად.

ილიაუნის ცნობით, მარი ბურდული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელია. “ის 32 წლის არის და 3 მცირეწლოვანი ტყუპის დედაა. 2 წლის წინ მარის დაუდგინდა ქოროიდალური მალიგნანტური მელანომა და საჭირო გახდა მარცხენა თვალის ენუკლეაცია. ორი წლის განმავლობაში ორჯერ დასჭირდა ქირურგიული ჩარევა და გაიარა თერაპიის კურსი. თუმცა, ბოლო გამოკვლევაზე მეტასტაზები აღმოჩნდა ღვიძლზე. დაავადება სწრაფად პროგრესირებს, რაც სასწრაფო მკურნალობას მოითხოვს ძვირადღირებული მედიკამენტებით. ამ ეტაპზე სასწრაფოდ საჭიროა 40 000 დოლარი, რათა მკურნალობის კურსი ჩატარდეს და დაავადებამ პროგრესირება შეაჩეროს. მარის დასახმარებლად “ბაზისბანკში” შექმნილია სპეციალური ანგარიში, გარდა ამისა, თანხის გადარიცხვა ასევე შესაძლებელია შემდეგ ვებგვერდებზე: WeHelp.ge და gofundme.com”, – აცხადებენ ილიაუნიში.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება გაიმართება 17 თებერვალს, 20:00 საათზე, კულტურის ცენტრში “მუზა” (კუს ტბის #2), ბილეთის ფასია – 5 ლარი.

ბილეთების დაჯავშნა შესაძლებელია ნომერზე: 555 32 20 12

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი – საკონსტიტუციო კომისია მუშაობას თებერვალში დაასრულებს
შემდეგი სტატიაანდრონიკაშვილის ქუჩაზე, წყალსადენის მაგისტრალის აღდგენითი სამუშაოები ხვალ დასრულდება