31 ოქტომბრიდან ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს

30 ოქტომბრიდან პირველ ნოემბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 31 ოქტომბრიდან მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. ზღვაზე შესაძლებელია 3 – 4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა ცალკეულ მდინარეებზე შესაძლებელია, წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

banner
წინა სტატიაშიდაკავების დროს გარდაცვლილი მამაკაცის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაქუთაისში 13 წლის მოზარდს მიკროავტობუსი დაეჯახა