ქუთაისში 13 წლის მოზარდს მიკროავტობუსი დაეჯახა

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, რესტორან “ქალაქურის” მიმდებარე ტერიტორიაზე 13 წლის გოგონას მიკროავტუბუსი დაეჯახა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, გოგონა გზაზე გადარბოდა, როდესაც მას რუსული სანომრე ნიშნების მქონე მიკროავტობუსი დაეჯახა.
ადგილზე თვითმხილველებმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. მედიკოსებმა მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში31 ოქტომბრიდან ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს
შემდეგი სტატია“პატრიოტთა ალიანსი” ხელისუფლების გადადომას ითხოვს და აქციისთვის ემზადება