ინფიცირებულია მეტროს 68 თანამშრომელი – ერთობა 2013

თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი “ერთობა 2013” მეტროს ინფიცირებული თანამშრომლების მონაცემებს ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დღესი მდგომარეობითმ სულ 68 თანამშრომელია ინფიცირებული

ორივე ხაზზე, 50 მემანქანე,
5 მემანქანე ინსტრუქტორი,
2 მანევრის მემანქანე,
4 მემანქანის თანაშემწე,
2 დეპოს მორიგე,
5 საეჭვო პასუხი, რომლებმაც განმეორებითი ტესტი უნდა ჩაიტარონ. ამდენივე თვითიზოლიაციაშია.
მათივე თქმით, იმის გამო, რომ მემანქანეების რესურსი აღარ არის, ათ მოვალეობას ინსტრუქტორები ასრულებენ.

“ერთობა 2013”-ის ინფორმაციით, დაინფიცრებულია ათობით კონტროლიორი, სადგურის მორიგე, ბლოკსაგუშაგოს მორიგე და ა.შ.

ასევეა ელექტრომექანიკურ სამსახურში, ენერგო მომარაგების სამსახურში, გვირაბი ნაგებობათა სამსახურში, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ ყველა მიმართულებით საგანგაშო მდგომარეობაა.

“ერთობა 2013” სატრანსპორტო კომპანიას მოუწოდებს მიიღოს სასწრაფო ზომები, ჩაატარონ პისიარ ტესტები ყველა თანამშრომელზე, გამოავლინონ ყველა კონტაქტი და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად გადაიყვანონ თვითიზოლაციაში.

გაითვალისწინონ ჩვენს მიერ მიცემული რეკომენდაცია და გადაიყვანონ მოძრაობა ზაფხულის გრაფიკზე, თუმცა ვფიქრობთ რომ უკვე გვიანია.

“ერთობა 2013” სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს გენერალურ დირექტორს და მენეჯმენტს.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე – ჩვენს მოკავშირეებს ყველაზე მეტად ანერვიულებთ 2021 წელი, რომელიც ყველა თვალსაზრისით უკიდურესად სახიფათო იქნება
შემდეგი სტატიაშოთა ბურჯანაძე – უმჯობესია, ლოკდაუნი გამოცხადდეს