300 000 ლარი 300 000 დოლარით, მუდმივი ბინადრობის უფლება კი ხუთწლიანი ვადით შეიცვლება

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის მინიჭების პროცედურა იცვლება. კახი კალაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, 300 000 ლარის ინვესტიციის საფუძველზე ბინადრობის უფლების განუსაზღვრელი ვადით მიღებაა შესაძლებელი.

ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, 300 000 ლარი – 300 000 დოლარით, მუდმივი ბინადრობის უფლება კი ხუთწლიანი ვადით შეიცვლება. მისივე განცხადებით, ამ პოზიციას სრულად იზიარებს პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი.

კალაძემ ოპონენტების განცხადებებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით ქსენოფობიური უწოდა.

„შემოთავაზებული პროექტის თანახმად, 35 ათასი ლარის ნაცვლად, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად, 100 ათასი დოლარის უძრავი ქონება იქნება მოთხოვნილი, ხოლო ერთი იმავე ქონების სხვადასხვა პირისთვის ბინადრობის უფლების მინიჭება იქნება შეუძლებელი. დღეის მდგომარეობით, 300 ათასი ლარის ინვესტიციის საფუძველზე ბინადრობის უფლების განუსაზღვრელი ვადით მიღება არის შესაძლებელი. ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, 300 ათასი ლარი 300 ათასი დოლარით, მუდმივი ბინადრობის უფლება კი 5 წლიანი ვადით შეიცვლება. ამ პოზიციას სრულად იზიარებს პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ამ პათოსს სწორად გაიტანს უცხოეთში,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა არის პოლიტიკური თამაშის მონაწილე – გიორგი მშვენიერაძე ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენაზე
შემდეგი სტატია„ვის უნდა შეხვდე? არავის” – “ქართული ოცნების” ოფისში კოორდინატორები შედიან