30 წელი აგურ-აგურ ევროპულ საქართველოს ვაშენებდით, წავედით მოუსავლეთში – პაატა შევარდნაძე

საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი ევროკომისიის მიერ საქართველოს მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ღმერთო, ეს რა ქენით? როგორ მოახერხეთ? 30 წელი აგურ-აგურ, ევროპულ საქართველოს ვაშენებდით (გვინდოდა, ყოველ შემთხვევაში). არც წინაპრები და მით უმეტეს ახალი, მომავალი თაობა ამას არასდროს გაპატიებენ!!! ხვდებით მაინც რა მოხდა? მიუხვედრელებისთვის: წავედით მოუსავლეთში! ბრავო მეგობრებო! იმ საქართველოს გაუმარჯოს, სადღეგრძელოში რომ იტყვიან: ვიყოთ, პაწა, ერხანს! ფუი“, – წერს პაატა შევარდნაძე.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის თავდაცვის უწყება – რუსეთმა, ბოლო 48 საათის განმავლობაში, ქალაქ იზიუმის სამხრეთით წინსვლისთვის ძალისხმევა განაახლა
შემდეგი სტატიაპოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ორი პირი, ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა