ბრიტანეთის თავდაცვის უწყება – რუსეთმა, ბოლო 48 საათის განმავლობაში, ქალაქ იზიუმის სამხრეთით წინსვლისთვის ძალისხმევა განაახლა

გაერთიანებული სამეფო თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა, ბოლო 48 საათის განმავლობაში, ძალისხმევა განაახლა უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ იზიუმის სამხრეთით წინსვლისთვის, რუსეთის მიზანი დონეცკის რეგიონში უფრო ღრმად შეღწევაა.

ამასთან, უწყების შეფასებით, რუსეთი, ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით მოსახლეობის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ევაკუაციას ახორციელებს.

“14 ივნისიდან რუსი და სეპარატისტული ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი ცდილობენ ჰუმანიტარული დერეფნების შექმნას, რათა მშვიდობიან მოსახლეობას სევეროდონეცკიდან ევაკუაციის საშუალებას მისცენ. რუსეთს როგორც უკრაინაში, ასევე სირიაში, ცალმხრივად გამოცხადებული ჰუმანიტარული დერეფნების საომარი მოქმედებების ზონაში მანიპულირებისა და მოსახლეობის ძალის გამოყენებით გაყვანის მექანიზმად გამოყენების პრეცედენტი ჰქონდა. სევეროდონეცკის დატოვების შესაძლებლობა შეზღუდულია ხიდების განადგურების გამო, მაგრამ რუსეთის მიერ შეთავაზებული მარშრუტი მოქალაქეების ქალაქ სვატოვაში, უფრო ღრმად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გადაყვანას ითვალისწინებს,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბრიტანეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, თუ მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაეთანხმებიან აღნიშნული დერეფნის გავლით გასვლის შეთავაზებას, რუსები, სავარაუდოდ, მოითხოვს გამართლებას, თავდასხმის დროს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამხედრო სამიზნეებს შორის ნაკლები განსხვავების გაკეთების გამო.

banner
წინა სტატიაშიტვინის დაზიანების პროცესის შეჩერება შესაძლებელი იყო ადრეულ ეტაპებზე… – მიხეილ სააკაშვილზე სამედიცინო დასკვნის ნაწილი მზადაა
შემდეგი სტატია30 წელი აგურ-აგურ ევროპულ საქართველოს ვაშენებდით, წავედით მოუსავლეთში – პაატა შევარდნაძე