3 საათიანი დაკითხვის შემდეგ გიორგი გაბედავამ პროკურატურა დატოვა

საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის დამფუძნებელმა, 3 საათიანი დაკითხვის შემდეგ მთავარი პროკურატურის შენობა დატოვა.

გიორგი გაბედავა საგამოძიებო უწყებაში მას შედეგ დაიბარეს, რაც მას facebook-ში, პირად მიმოწერაში, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები გადაუგზავნეს.

გაბედავამ გამოძიებას პირადი facebook დაათვალიერებინა, კონკრეტულად კი ის მიმოწერა, სადაც აღნიშნული კადრები გამოუგზავნეს.

გიორგი გაბედავამ იმედი გამოთქვა, რომ ფაქტს გამოიძიებენ. მან ასევე აღნიშნა, რომ გამოძიებას კონკრეტული კითხვები ჰქონდა, რომლებსაც პასუხები გასცა.

banner
წინა სტატიაშიახალი პენიტენციური დაწესებულება მსჯავრდებულებს გათავისუფლებისთვის მოამზადებს
შემდეგი სტატია(video) სკანდალი რუსეთში – НТВ-მ რუსი ოპოზიციონერის პირადი ცხოვრების კადრები ეთერში გაუშვა