3 ივნისს, 08:00 საათიდან, გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გაცნობებთ, რომ რიკოთის
გვირაბში დაგეგმილ პროფილაქტიკურ-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან
დაკავშირებით, მიმდინარე წლის 3 ივნისს, 08:00 საათიდან, გვირაბში
საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.
რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი
იქნება შემოვლით გზაზე. გვირაბში დროებითი შეზღუდვა 7 ივნისს, 08:00-ზე
მოიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგება.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: მთავარია, ავირჩიოთ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც აკმაყოფილებენ – ეს არის კვალიფიკაცია, კომპეტენცია, კეთილსინდისიერება