3-4 დეკემბერს ჰაერის ტემპერატურა საქართველოში მკვეთრად დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-3 დეკემბერს საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

1-2 დეკემბერს ჰაერის ტემპერატურა მთელს საქართველოში მოსალოდნელია 7-12 გრადუსის ფარგლებში. 3-4 დეკემბერს მკვეთრად დაეცემა ჰაერის ტემპერატურა (4-5 გრადუსით).

5 დეკემბრიდან კი გამოიდარებს. 5-6 დეკემბერს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

banner
წინა სტატიაში“ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში ბრალდებული 4 პირი დააკავეს – სუს-ის განცხადება
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ნინუა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს