„3%-იანი ზრდით ევროპის განვითარების საშუალო დონეს ერთი საუკუნის შემდეგ დავეწევით”, – ზურაბ ჯაფარიძე

ეს განცხადება თოქ-შოუ არჩევანში ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა

ეს განცხადება თოქ-შოუ არჩევანში ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთამთავრობაში 2016 წლის ბიუჯეტის პარამეტრების განხილვა შეაფასა ახალი პოლიტიკური ცენტრის დამფუძნებელმა. ზურაბ ჯაფარიძეს ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებისთვის აუცილებლად მიაჩნია მთავრობის ხარჯების შემცირება და გადასახადების დაწევა.

„3%-იანი ეკონომიკური ზრდა საქართველოსთვის ნიშნავს, რომ ჩვენ ვდგავართ ერთ ადგილას და მათ შორის ჩვენ დავეწევით ევროპის განვითარების საშუალო დონეს ერთი საუკუნის შემდეგ,“ – განმარტა ზურაბ ჯაფარიძემ.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მთავრობაში გამოქვეყნებული პარამეტრები ლოგიკურია.

“წლევანდელი წლის მონაცემები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავაკეთეთ კორექტირება და 2 პროცენტიანი ზრდა დავგეგმეთ, ზრდა უფრო მეტია, ანუ 3 პროცენტიან ზრდასთან დაკავშირებით არ არის გადაჭარბებული ოპტიმიზმი და არც სკეპტიციზმია, რადგან ის სირთულეები რაც იყო, არის და ვფიქრობ, ალბათ, ასეთი პარამეტრი გონივრულია,” – განმარტა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნოდარ ებანოიძემ.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალ დემოკრატების” სენაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს
შემდეგი სტატიარეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი 8544 ადამიანს გაუძვირდება